Monday, May 18, 2015

მეცხრე დღე
გავიმეორეთ კითხვარების შექმნა და გამოქვეყნება.
დავასრულეთ პროექტის გეგმა.
მოვისმინეთ პრეზენტაციები:
  137-ე საჯარო სკოლის პედაგოგის მარინა აბაშიასი, თემაზე "სამკუთხედების მსგავსების ნიშნები". მოუწვდომელ ადგილებში ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. მოსწავლეები ეცნობიან იმ თეორემებს  რომლებიც ხელს შეუწყობს მათ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.
   107-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე აბრამიშვილი. პროექტის თემა "ჩვენც ბუნების შვილები ვართ". თემაში განხილულია უპატრონო ცხოველების დახმარების საჭიროება.
შეიქმნა ბუკლეტები და დარიგდა. მოიწვიეს სტუმრები და ისაუბრეს პრობლემის გარშემო. დაიწერა ესეები. ეწვივნენ ცხოველთა თავშესაფარს.
   137 საჯარო სკოლის პედაგოგი  მედეა სალია. თემა: "მარტოსულობის ორდერის ბრილიანტი."   განიხილა მარტოსულობის პრობლემა. რა განსხვავებაა მარტოსულობასა და განდეგილობას შორის. ყველა ადამიანის პრობლემაა ეს, თუ მარტო დიდი ადამიანების? თურმე ათი შემთხვევა არსებობს მარტოსულობის.
განიხილეს გალაქტიონ ტაბიძე, ბაირონი და ნიკოლოზ ბარათაშვილი. აღინიშნა რომ მართოსული შეიძლება იყოს ქორწინებაში მყოფი პიროვნებებიც. საშიშია თუ არა მართოსულობა? დიახ საშიშია. ამიტომ უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან ადაპტირებულები. პრეზებტაცია მიდიოდა სანთლების ფონზე. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
 97-ე საჯარო სკოლა. ნელი შარაშენიძე. თემა: "თემის უსამართლო სამართალი".
თემა მოიცავს მთებში მიღებული განაჩენის სამართლიანობას. ხშირად  თემში მიღებული გადაწყვეტილებები იყო ადმიანების უფლებების დარღვევის საფუძველი, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი. დაიწერა ესეები ფილმებიდან ამოღებული ნაწყვეტებიდან.
  97- საჯარო სკოლა ნინო შავკაციშვილი. თემა "ჰაერის კონტროლი". რამდენად აქტუალურია ჰაერის კვლევა 21-ე საუკუნეში. მოინახულებენ წყალსაცავებს და განიხილავენ საკითხს როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი წყალზე
 97-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ბახტურიძე. თემა: "თბილისის ღირსშესანიშნაობები" მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფები შეისწავლიან ისტორიულ უბნებს და შევქმნიან ბუკლეტებს ტურისტებისათვის. მერიისთვის შეაგროვებენ თბილისში  პრობლემური  ადგილების შესახებ  ინფორმაციას და გადასცემენ მერიას ბუკლეტების სახით.
 179- საჯარო სკოლა. ნანა ჯანაშვილი. თემა:საზომი ერთეულები. გავაკეთე პრეზენტაცია თემაზე საზომი ერთეულების და მისი დანიშნულების შესახებ ყოფა ცხოვრებაში,
შესაძლებელია თუ არა დღეს საზომი ერთეულების გარეშე ცხოვრება. როგორ და რისთვის შეიქმნა საზომი ერთეულები. რა განსხვავებაა ძველ და ახალ საზომ ერთეულებს შორის. შეიქმნა ამოცანები ბავშვების მიერ. გავაკეთეთ ბუკლეტები და დავარიგეთ.
გავაკეთეთ ხელით მეტრიანი სახაზავი. პრეზენტაციამ გამოიწვია აპლოდისმენტები.




 

No comments:

Post a Comment