Monday, May 18, 2015

მეცხრე დღე
გავიმეორეთ კითხვარების შექმნა და გამოქვეყნება.
დავასრულეთ პროექტის გეგმა.
მოვისმინეთ პრეზენტაციები:
  137-ე საჯარო სკოლის პედაგოგის მარინა აბაშიასი, თემაზე "სამკუთხედების მსგავსების ნიშნები". მოუწვდომელ ადგილებში ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. მოსწავლეები ეცნობიან იმ თეორემებს  რომლებიც ხელს შეუწყობს მათ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.
   107-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე აბრამიშვილი. პროექტის თემა "ჩვენც ბუნების შვილები ვართ". თემაში განხილულია უპატრონო ცხოველების დახმარების საჭიროება.
შეიქმნა ბუკლეტები და დარიგდა. მოიწვიეს სტუმრები და ისაუბრეს პრობლემის გარშემო. დაიწერა ესეები. ეწვივნენ ცხოველთა თავშესაფარს.
   137 საჯარო სკოლის პედაგოგი  მედეა სალია. თემა: "მარტოსულობის ორდერის ბრილიანტი."   განიხილა მარტოსულობის პრობლემა. რა განსხვავებაა მარტოსულობასა და განდეგილობას შორის. ყველა ადამიანის პრობლემაა ეს, თუ მარტო დიდი ადამიანების? თურმე ათი შემთხვევა არსებობს მარტოსულობის.
განიხილეს გალაქტიონ ტაბიძე, ბაირონი და ნიკოლოზ ბარათაშვილი. აღინიშნა რომ მართოსული შეიძლება იყოს ქორწინებაში მყოფი პიროვნებებიც. საშიშია თუ არა მართოსულობა? დიახ საშიშია. ამიტომ უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან ადაპტირებულები. პრეზებტაცია მიდიოდა სანთლების ფონზე. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
 97-ე საჯარო სკოლა. ნელი შარაშენიძე. თემა: "თემის უსამართლო სამართალი".
თემა მოიცავს მთებში მიღებული განაჩენის სამართლიანობას. ხშირად  თემში მიღებული გადაწყვეტილებები იყო ადმიანების უფლებების დარღვევის საფუძველი, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი. დაიწერა ესეები ფილმებიდან ამოღებული ნაწყვეტებიდან.
  97- საჯარო სკოლა ნინო შავკაციშვილი. თემა "ჰაერის კონტროლი". რამდენად აქტუალურია ჰაერის კვლევა 21-ე საუკუნეში. მოინახულებენ წყალსაცავებს და განიხილავენ საკითხს როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი წყალზე
 97-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ბახტურიძე. თემა: "თბილისის ღირსშესანიშნაობები" მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფები შეისწავლიან ისტორიულ უბნებს და შევქმნიან ბუკლეტებს ტურისტებისათვის. მერიისთვის შეაგროვებენ თბილისში  პრობლემური  ადგილების შესახებ  ინფორმაციას და გადასცემენ მერიას ბუკლეტების სახით.
 179- საჯარო სკოლა. ნანა ჯანაშვილი. თემა:საზომი ერთეულები. გავაკეთე პრეზენტაცია თემაზე საზომი ერთეულების და მისი დანიშნულების შესახებ ყოფა ცხოვრებაში,
შესაძლებელია თუ არა დღეს საზომი ერთეულების გარეშე ცხოვრება. როგორ და რისთვის შეიქმნა საზომი ერთეულები. რა განსხვავებაა ძველ და ახალ საზომ ერთეულებს შორის. შეიქმნა ამოცანები ბავშვების მიერ. გავაკეთეთ ბუკლეტები და დავარიგეთ.
გავაკეთეთ ხელით მეტრიანი სახაზავი. პრეზენტაციამ გამოიწვია აპლოდისმენტები.




 

Sunday, May 17, 2015

მერვე დღე

1.გადავიკითხეთ პროცედურები  შევასწორეთ და შემდეგ გადავიტანეთ გეგმაში.

2.დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ ბუკლეტი.

3.drive-ში ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე.გუგლ ფორმებში და შემდეგ გავგზავნეთ ბლოგზე.

4.drive-ში გავეცანით კითხვარ ( responses)

5.viewer-ში გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს.

6.viewer-ის რესურსებში დავათვალიერეთ ფასილიტაციები.

7.მოვემზადოთ პრეზენტაციისთვის.

Tuesday, May 12, 2015

მეშვიდე დღე


1.განვიხილეთ და დავასრულეთ პროცედურები.

2.ასევე განვიხილეთ გარდნერის სლაიდშოუ.ვიმუშავეთ თვითშეფასების რეფლექსიაზე.

3.viewer-ის რესურსებში გავეცანით აფრიკულ ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლეს ცხრილს.
გავეცანით ცხოველთა საპრეზენტაციო კოლაჯს.

4.ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონზე.

5.ვისწავლეთ ფეიჯების გაკეთება და პორთფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე.

6.ბლოგზე ახალი ფეიჯის დამატება.

7. რესურსებში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერას

8.შევქმენით თვითშეფასების ფორმა



Sunday, May 10, 2015

მეექვსე დღე
დავამთავრეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე სლაიდ შოუ და გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს
ვისწავლეთ ჩვენი ნაშრომების შენახვა ისე, რომ სხვამ ვერ ნახოს. დრაფტში.
ვიუვერში ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია. გავეცანით და შევინახეთ კურსის რესურსებში.
ასევე გავეცანით შეფასების დაგეგმვას,  შეფასების ცხრილს და შეფასების ჩეკლისტს.
VIEWER-ში ვისწავლეთ მეტრული სიგიჟე, რუბრიკა თქვენი რუბრიკისათვის.
დავალება: დავასრულოთ პროცედურები.


Saturday, May 9, 2015

მეხუთე დღე
გავეცანით მესამე მოდულში საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას
შევქმენით გამოყენებული ლიტერატულის სია, სადაც შევიტანეთ მოძიებული მასალების მისამართები.
გადმოვიწერეთ სურათები და მასალები მოსწავლის ნაშრომის შესაქმნელად.
მოსწავლის როლში ჩავდექით და შევქმენით ნაშრომი.
ჩვენი პროექტის გეგმები გაუზიარეთ ერთმანეთს და ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.


Sunday, May 3, 2015

მეოთხე დღე
1. განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაში პროექტების შეფასება,
შეფასების სტრატეგიები.
2. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო.
3.თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება.
4.პროგრესის მონიტორინგი
5.გაგების შემოწმება. გაიგოს მოსწავლემ რა იცის და რა არა
6.გაგებისადა უნარების დემონსტრირება
7.VIEWER-ის რესურსებშიგავეცანით რომეო და ჯულიეტას ZIP-ს
8. მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებისას ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე
შევქმენით ცხრილი ჩვენი პროექტიდან გამომდინარე
9.ზედ მაი დრაივზე ვისწავლეთ დოკუმენტის შექმნა. მაი დრაივზე შევედით დაფაილს დავაწერეთ პროცედურები. სადაც ჩავწერთ მიზანს და აქტივობებს.
10. დავალება: დრაივზე პროცედურებში ჩავწეროთ პროექტისთვის საჭირო  შემდეგი მსვლელობები.

Saturday, May 2, 2015

მესამე დღე
ვისაუბრეთ ბუკლეტებზე
გადავხედეთ სტანდარტებს ბლუმის ტაქსონომიით გადავამოწმეთ იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარები
თითოეულ სტანდარტს მოვარგეთ შესაბამისი კონკრეტული კითხვები
ვიმუშავეთ   ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორად დასმაზე
განვიხილეთ დრაივში ინფორმაციის გადატანა როგორ ხდება და მასზე მუშაობა